|
2015-07-28 14:49:47, 685 ნახვა
ეკონომიკა
"ვითიბი ბანკმა" ბარათების წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა
"ვითიბი ბანკმა" ბარათების წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა. მთავარი პრიზის მფლობელები ბანკის მომხმარებლები - ნინო გელაშვილი და სალომე შატაკიშვილი გახდნენ. ისინი 2 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან და საქართველო-ახალი ზელანდიის მატჩს დაესწრებიან. 1 აპრილიდან „ვითიბი ბანკის“ Rugby Card-ის, ან ნებისმიერი სხვა ბარათის მფლობელი ავტომატურად ჩაერთო ბანკის წამახალისებელ გათამაშებაში. ბარათით ანგარიშსწორებისას, მომხმარებელი ყოველ 20, ან მეტ ლარიან ტრანზაქციაზე, 1 ბილეთს იღებდა. „ინგლისში, ქალაქ კარდიფში შედგება საქართველო-ახალი ზელანდიის ნაკრებების თამაში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობს და ჩვენს ორ მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, რომ დაესწროს ამ თამაშს. მოვუწოდებ ყველას, რომ ჩვენს ნაკრებს უგულშემატკივროს. ჩვენ ვართ რამდენიმე ფედერაციის გენერალური სპონსორი. ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ სპორტს, რადგან სპორტი ჩვენი ერის ჯასაღი მომავალია. ვეხმარებით ბავშვთა რაგბს, ბავშვთა ფეხბურთს, ასევე ეროვნული ნაკრების დონეზე ვეხმარებით რაგბის ფედერაციას, ტანვარჯიშის, ცხენოსნობის და წყალბურთის ფედერაციის სპონსორები ვართ,“ - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ. შეგახსენებთ, „ვითიბი ბანკი“ რაგბის საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია. ამასთან, 1 აპრილიდან ბანკი მომხმარებელს სპეციალურად რაგბის მსოფლიო თასისთვის შექმნილ განსაკუთრებული დიზაინის ბარათს-Rugby Card სთავაზობს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)