|
2015-07-23 15:51:44, 674 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: თუ ნავთობკომპანიები ჯარიმას არ ეთანხმებიან, შეუძლიათ გაასაჩივრონ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ნავთობკომპანიების დაჯარიმების გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტომ მიიღო და თუკი მათ პრეტენზიები აქვთ, შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ. კვირიკაშვილის თქმით, თავად ამ პროცესში ვერ ჩაერევა. "ნავთობკომპანიების დაჯარიმების გადწყვეტილება მიღებული იქნა კონკურენციის სააგენტოს მიერ. მათ აქვთ საშუალება, თუ არ ეთანხმებიან ამ ჯარიმას, გაასაჩივრონ შესაბამისად სასამართლოში. ამიტომ, ჩემს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ მთელი ეს საქმის წარმოება, კონკურენციის სააგენტოში მიმდინარეობდა",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, ნავთობკომპანიებმა განცხადება გაავბცელეს. ისინი ფიქრობენ, რომ მათზე დაკსირებული ჯარიმები ბიზნესგარემოზე უარყოფითად აისახება. შეგახსენებთ, ქართულ ბაზარზე არსებულ ხუთ მსხვილ ნავთობკომპანიას კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევის გამო სანქციები დაეკისრა. მათ 55 მილიონამდე ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)