|
2015-07-23 15:23:15, 641 ნახვა
ეკონომიკა
სუბსიდირებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი
ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის ინფორმაციით, სუბსიდირებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. "სუბსიდიებას რაც შეეხება პრემიერმა დაგვავალა დღეს ამაზე მუშაობა, ხვალ წარვუდგენთ მთავრობის გადაწყვეტილებას საზოგადოებას",-აღნიშნა კალაძემ. შეგახსენებთ, სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხარებლებისთვის ტარიფი 3,348 თეთრით გაზარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო სხდომაზე იქნა მიღებული. შესაბამისად 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის ტარიფი 10.978 თეთრი, 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 14.348 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტი - 18.178 თეთრი გახდა. "ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების განცხადებით, წარმოდგენილი პროექტით ზრდა საკმარისი არ არის. ისინი დაახლოებით 4,2 თეთრით ზრდას ითხოვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)