|
2019-11-21 18:03:20, 7822 ნახვა
სამხედრო
სამხედრო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს
მიმდინარე წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება დელტასა და სს „თამ“ თბილავიამშენს შორის მოძრავი ქონებით სარგებლობის თაობაზე, რომლის საფუძველზეც დელტას ეძლევა საშუალება გაარემონტოს და ექსპლუატაციაში ჩაუშვას 2010 წლამდე პერიოდში თბილისის საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე (ე.წ. 31 ქარხანა) არსებული დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული ის ჩარხ-დანადგარები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ეროვნულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალ მიმართულებათა განვითარებისთვის, მათ შორის სახმელეთო და საავიაციო მანქანათმშენებლობა. როგორც ცნობილია, სსიპ სსსტც „დელტა“ ე.წ. 31 ქარხნის ტერიტორიაზე ოპერირებს უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც 2013 წლიდან გაფორმებული აქვს სს „თამ“ თბილავიამშენთან. სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საწარმოო სიმძლავრეების აღდგენის მიზნით, მოხდა ზემოხსენებული შეთანხმების მიღწევა. უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე დელტამ ე.წ. 31 ქარხნის ტერიტორიაზე უკვე გაარემონტა საწარმოები, სადაც ახლა სრულყოფილად მიმდინარეობს მეტალურგიული, საშემდუღებლო, სახარატო და სხვა სახის სამუშაოები, აღნიშნულ ტერიტორიაზე, აშენდა ჯავშანმანქანების ახალი საამწყობო საწარმო, რაც აქამდე არსებული საწარმოო შესაძლებლობების ათვისების კარგი მაგალითია. საძირკველი ჩაეყარა ეროვნული მნიშვნელობის დიდი გაბარიტების მქონე დეტალების სახარატო დამუშავების საწარმოს მშენებლობას, რომელიც მოემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებს. დიდ გაბარიტებზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული საწარმო შესაძლებელს გახდის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის გაუმჯობესებას და შესაძლებელი იქნება ისეთი ტექნოლოგიურად რთული კონსტრუქციების შექმნა, რომელთა დამზადებაც აქამდე შეუძლებელი იყო. დელტა აგრძელებს ეროვნული სამხედრო-სამრეწველო ბაზის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას და ასევე იწყებს 2010 წლამდე პერიოდში დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული ჩარხ-დანადგარების რემონტსა და მოვლა-პატრონობას. სსიპ სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ცენტრი ვალდებულებას იღებს შეაკეთოს და მუშა მდგომარეობაში ამყოფოს ჩარხ-დანადგარები, დელტას მეურვეობა უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ტექნიკური უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვას, ჩარხ-დანადგარების მუშა, გამართულ მდგომარეობაში ყოფნას მათი მესაკუთრის მიერ შეუფერხებლად ოპერირების პირობებში. ვინაიდან, ე.წ. 31 ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ჩარხ-დანადგარები უმნიშვნელოვანესია ეროვნულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალ სხვადასხვა მიმართულებათა განვითარებისთვის, დელტაში უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც შეისწავლის ზემოხსენებული ქონების მდგომარეობას და შეადგენს მათი რემონტისა და მოვლა-პატრონობის ერთიან გეგმას.
(NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)