|
2015-07-19 10:36:15, 414 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ ჩვენ პროვოკაციებს არ დავუშვებთ
შეკრების, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ პროვოკაციებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს გამართული აქციის კომენტირებისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო თანაბრად იცავს ყველას, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების კონსტიტუციურ უფლებას და ხშირ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებზე უსაფრთხოების ზომებს პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელარი აკონტროლებს. „ჩვენ ვაშენებთ რეალურ დემოკრატიას ქვეყანაში. მათი უფლებაა, ჩაატარონ აქცია და მათ მიერ დატოვებულ პრობლემებზე ახლა ისაუბრონ. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა ის, რომ დღეს ქვეყანაში დამატებით გვყავს 25 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, გვაქვს 150-მდე დაკარგული სოფელი; ბანერები რომლებზეც ვსაუბრობთ და დაკარგული ტერიტორიები არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის „დამსახურება“. ასობით ჩვენი დაღუპული ჯარისკაცი და მოქალაქე და მთელი სტრატეგიული ობიექტების გასხვისება რუსებზე არის მათი დამსახურება. ეს არის რეალობა და ამას სჭირდება გაპროტესტება. 500 კაცი იქნება თუ - 50, შეუძლიათ შეიკრიბონ და გააპროტესტონ, რაც უნდათ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას და შევუქმნით ჩვენს შვილებს უკეთეს მომავალს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რადგან სახელმწიფო ამის უფლებას არავის მისცემს. მთავრობის მეთაურმა პროვოკაცია უწოდა საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა. „გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მთავრობას აქვს საკუთარი პოლიტიკა და ჩვენ უკეთ ვაფასებთ რისკებს. ჩვენთვის თქვენი თავგანწირვა და პატრიოტიზმის გამოხატულება ძალიან ძვირფასია, მაგრამ მეორეს მხრივ გთხოვთ, მოგვისმინოთ და დაემორჩილოთ ჩვენს მიერ დაწესებულ წესებს. თუ ვინმე კიდევ გაბედავს, როგორც ის ბიბლიოთეკის გამგე, რაიმე პროვოკაციას, პირდაპირ მოვუწოდებ პოლიციას, იმოქმედოს კანონის მიხედვით და უმკაცრესად დასაჯოს ასეთი ავანტიურისტები და პროვოკატორები“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)