|
2015-07-18 13:29:48, 760 ნახვა
საზოგადოება
„ვენდი“ და „დანკინ დონატსი“ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობენ
18-19 ივლისს, ჭავჭავაძის 36ა-ში მდებარე ამერიკული რესტორნები „ვენდი“ და „დანკინ დონატსი“ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობენ და სტუმრებს უამრავ სხვა სიურპრიზს და სპეციალურ შეთავაზებას პირდებიან. ყველა გამოფენილ წიგნზე „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ „ვენდის“ და „დანკინ დონატსის“ სტუმრებს 20%-დან 60%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს, ყველა სტუმარს ასევე საჩუქრად გადაეცემა „ვენდის“ დაბადების დღის ცენტრის 10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 25%-იანი ფასდაკლების ბარათი, რომლის გამოყენების საშუალებაც მათ აგვისტოს თვის განმავლობაში ნებისმიერი წიგნის შეძენისას ექნებათ. „ვენდიში“ და „დანკინ დონატსში“ სტუმრად მოსული ბავშვების გახალისებასა და გართობაზე კი „ვენდის“ გოგონები იზრუნებენ. ისინი ბავშვებს წაუკითხავენ ზღაპრებს, მოაწყობენ კონკურსებს, დაურიგებენ ბუშტებს და სახის მოხატვით ხალისიან განწყობას შეუქმნიან მათ. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ სპეციალურად მოწვეული ილუსტრატორი კი იქვე ბავშვების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს და სამი საუკეთესო ნახატის ავტორს საჩუქრად გადასცემს საბავშვო წიგნებს. „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით და ჭავჭავაძის 36ა-ში, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში და აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე მდებარეობს. ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და 2015 წლის ბოლომდე საქართველოში 15 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ 1999 წელს დაარსდა და დღეს მისი ძირითადი საგამომცემლო პრიორიტეტებია: თანამედროვე ქართული და უცხოური პროზა, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა, სასკოლო სახელმძღვანელოები და დარგობრივი ლიტერატურა. დღესდღეობით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ყოველწლიურად დაახლოებით ორასამდე წიგნს გამოსცემს, მათ შორისაა როგორც თანამედროვე ქართველი, ისე მსოფლიოში ცნობილი ბესტსელერების ავტორებისა და ნობელიანტი მწერლების ნაწარმოებები.
(R)
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)