20:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 11:10:42, 2139 ნახვა

რეგიონი
შუახევში ფოლკლორული საღამო „გურულ-აჭარული (ჭვანური)შემოქმედების კვალდაკვალ“ გაიმართა

შუახევის კულტურის ცენტრში ფოლკლორული საღამო ,,გურულ-აჭარული (ჭვანური)შემოქმედების კვალდაკვალ" გაიმართა.

ფოლკლორულ საღამოზე ანსამბლებმა „ჭვანამ“ და „შემოქმედმა“ წარმოადგინეს გურია-აჭარის საუკუნოვანი ურთიერთობები ხელოვნების დარგში და სასიმღერო ფოლკლორში.

შეასრულეს აჭარაში და გურიაში შემონახული ადგილობრივი ორიგინალური სიმღერების სხვადასხვა ვარიანტები.

ღონისძიებას შუახების მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე -ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი თამარ ნადირაძე ესწრებოდნენ.

გურულ - აჭარული სიმღერების აღდგენა-პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ ანსამბლ „ჭვანისა“ და „შემოქმედის“ ხელმძღვანელები.

ნოემბრის მეორე ნახევარში დაგეგმილია ანსამბლ ,,ჭვანას“ სტუმრობა გურიაში, მანამდე კი 7 ნოემბერს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება შემოქმედებითი საღამო, სადაც ანსმბლი ,,ჭვანა“ სხვადასხვა არქივებში დაცულ ფოლკლორულ ნიმუშებს გააცოცხლებს.


 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics