|
2015-07-17 10:56:39, 619 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე მეწარმეები პასუხისგებაში მისცა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ი/მ „ზაზა ვარდუაშვილი,“ ი/მ „ბექა ვარდუაშვილი“ და შპს „TUSA“ - ს დირექტორი გიორგი ჩარგეიშვილი. ფინასნთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები, რომლებიც ერთმანეთის ნათესავები არიან, ააიპ „თბილისის ზოოლოგიური პარკი“- ს (ზოოპარკის) და შსს „სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის“ გამოცხადებულ ტენდერებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით მონაწილეობდნენ, შემდეგ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული სუბიექტი, რომელსაც ელექტრონულ ვაჭრობაში ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა დაფიქსირებული, განზრახ არ ახდენდა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენას და არ ცხადდებოდა ხელშეკრულების გასაფორმებლად, რის შედეგადაც, ტენდერში გამარჯვებული სუბიექტის დისკვალიფიკაცია ხორციელდებოდა. ამის შემდეგ, ხელშეკრულება ფორმდებოდა მათ მიერ შეთავაზებულ უფრო მაღალი ფასის წარმდგენ სუბიექტთან, რითაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესები არსებითად ირღვეოდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195 - ე პრიმა მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)