|
2019-10-21 11:18:54, 2616 ნახვა
რეგიონი
ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა
საქართველოს მელიორაციამ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაასრულა. სათავე ნაგებობის ზედა და ქვედა ბიეფზე არსებულ სარეგულაციო კედლებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია; შეკეთდა სათავე ნაგებობის წყალმიმღები კამერა და სწრაფმდენი; რკინაბეტონის პერანგით გაძლიერდა დაზიანებული სათავე ნაგებობის განაპირა და შუალედი ბურჯები; ფარების მართვა აღიჭურვა დისტანციური მართვის სისტემით და კონტროლდება ვიდეო კამერების საშუალებით, რაც საშუალებას იძლევა უხვი ნალექის დროს, მინიმალურ დროში მოხდეს რეაგირება და წყლის მიწოდების რეგულირება. ასევე ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო 255 მეტრი სიგრძის გაბიონი. აღნიშნული ღონისძიებები მიმდებარე ტერიტორიის დატბორვისგან დაცვას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულებაა 1 125 000 ლარი. სამელიორაციო ობიექტზე ჩატარებულ სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)