|
2019-10-19 10:21:06, 3833 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ შუახეველებს სახალხო დღესასწაული მიულოცა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე შუახეველებს სახალხო დღესასწაულს ულოცავს. „ჩემო შუახეველებო! მაქვს პატივი მოგილოცოთ სახალხო დღესასწაული ,,შუახევობა“. მინდა, ქედი მოვიხარო თითოეულის წინაშე და გამოვთქვა უდიდესი პატივისცემა თქვენს მიმართ, რამეთუ ამ მადლიან ქართულ მიწაზე ინარჩუნებთ ძირძველ ქართულ კულტურას და ადათ-წესებს. შუახევობის დღესასწაული კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მთიელი კაცის სიდიადეს, მის შეუპოვრობას, შემართებას, უანგარო სიყვარულს სამშობლოსადმი და ნათლად წარმოაჩენს ჩვენს მდიდარ ტრადიციებს, კულტურას, ეთნოგრაფიას, ქართულ ხალხურ ფოლკლორსა და ყოფით ტრადიციებს, რომლებიც საუკუნეებიდან იღებს სათავეს და მრავალი ჩვენი თანამემამულის გულსა და სულშია გამოტარებული. შუახეველობა ღირსება და დიდი პატივია, ამ განგებით მინიჭებულ ბედნიერებას ყოველი შუახეველი სათუთად ვუფთხილდებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებებს !“, - ნათქვამია ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)