|
2019-10-15 13:15:17, 1817 ნახვა
რეგიონი
მინისტრი ზაალ მიქელაძე კლინიკა „მედინას“ ანგარიშსა და კონფერენციას დაესწრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ "მედინას" გადაუდებელი კარდიოლოგიის, ინვაზიური კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის დეპარტამენტის სამი წლის საქმიანობის ანგარიშსა და კონფერენციას სახელწოდებით: „კარდიოქირურგიული პაციენტების პერიოპერაციული მართვის ასპექტები“ დაესწრო. კონფერეცნიაზე პრეზენტაციის სახით წარდგენილი იქნა თემები: „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ კარდიოლოგიისაა და კარდიოქირურგიის დეპარტამენტის სამი წლის ანგარიში“, „თანამედროვე მიდგომები კარდიოქირურგიაში“, „ანესთეზია ინტენსიური თერაპიის როლი კარდიოქირურგიაში“, „კარდიოქირურგიული პაციენტების პოსტოპერაციული მართვა“, „კარდიოექოსკოპიის როლი კარდიოქირურგიულ პაციენტებში“. კონფერენციას ესწრებოდნენ აღმასრულებელი ხლისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. აჭარის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, კარდიოლოგები, კარდიოქირურგები, კარდიოექოსკოპისტები, პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ფოთისა და გურიის სამედიცინო დაწესებულებების ექიმები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)