19:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 11:32:41, 2809 ნახვა

რეგიონი
კოლხური ჰაბიტატების და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება

საქართველოში კოლხური ჰაბიტატების და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო გაერთიანების (ICUN) ექსპერტებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამუშაო პროცესის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილ ქართულ მემკვიდრეობაზე გაამახვილა.

როგორც იური ნოზაძემ აღინიშნა, ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის განხილვა რეგიონში უპრეცედენტო შემთხვევაა და იმედი გამოთქვა, რომ სტატუსის მინიჭების საკითხი დადებითად გადაწყდება.

ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო გაერთიანების ექსპერტის, ჯოზეფინე ლანგლის განცხადებით, საქართველოში კოლხური ჰაბიტატების და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მზადდება შესაბამისი დოკუმენტი იუნესკოს ოფისში  წარსადგენად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი ვალერიან მჭედლიძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

  

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics