19:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-20 12:14:53, 2469 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში სტაბილურობის მისაღწევად ვერტმფრენიდან ნაკურთხი წყალი გადმოასხეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, მშვიდობისა და საზოგადოებაში უთანხმობების დაძლევის მიღწევისთვის, მთელ ტერიტორიას სასულიერო პირებმა ვერტმფრენიდან 12 ლიტრი ნაკურთი წყალი გადმოასხეს, - ამის შესახებ "სპუტნიკ აბხაზია" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ინიციატივით განხორციელდა. სასულიერო პირები ამავდროულად ლოცვებს კითხულობდნენ. 

ოკუპირებულ რეგიონში პრორუსული ეკლესიის ხელმძღვანელი ბესარიონ აპლია აცხადებს, რომ ინიციატივის შესრულება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქვეყანაში რთული პოლიტიკური ვითარება წარმოიშვა და მიზანი მისი დაძლევაა.  

მისივე თქმით, ასეთი ტიპიც ინიციატივა ოკუპირებულ აფხაზეთში მანამდეც შეუსრულებელია, თუმცა რომელ წელს არ ახსოვს. მაშინაც მიზანი ანალოგიური იყო. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics