|
2015-07-13 17:44:22, 620 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებს თბილისის „ასტრა პარკმა" უმასპინძლა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" „ახალგაზრდული კლუბის" ბენეფიციარებს თბილისის „ასტრა პარკმა" უმასპინძლა. 15 აქტიური ბენეფიციარი დაესწო 7D ფილმის ჩვენებას, მონაწილეობა მიიღო კარტინგის რბოლაში და ითამაშა საკუთარი სურვილით შერჩეული, სხვადასხვა სახის გასართობი სათამაშო აპარატებით. „დამწყებ მრბოლელებს" შესაძლებლობა ჰქონდათ დაუფლებოდნენ მართვის უნარებსაც. „ახალგაზრდული კლუბი“ ამ კვირიდან წყვეტს საგანმანათლებლო ღონისძიებებს და სხვადასხვა ტრენინგის ჩატარებას ახალი სასწავლო წლიდან განაახლებს. კლუბის ბენეფიციარები არიან 11-დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად შეჭირვებული ოჯახის წევრები, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრები და სხვა. „იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობა ჩვენთვის დიდი პატივია. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ბავშვები გავახალისოთ, შევთავაზოთ ჩვენი სერვისები და ამით, კიდევ ერთი დღე გავულამაზოთ. როგორც თავად ბავშვები ამბობენ, „ასტრა პარკში“ მოსვლა მათთვის ნამდვილი ზეიმია. ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, განაცხადა „ასტრა პარკის“ დირექტორმა თემურ ქავთარაძემ. პროგრამას „ახალგაზრდული კლუბი“ ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი და მისი მიზანია მოზარდებში დანაშაულის თავიდან არიდება, ჯანსაღი საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა. პროგრამა მოზარდისადმი კეთილგანწყობილ სივრცეს ქმნის, რომელიც ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გამოიყენოს. კლუბში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული აქტივობები, სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები. „ახალგაზრდული კლუბი" თბილისში, მედიაციის სახლში ფუნქციონირებს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)