01:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 13:53:06, 617 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ზღვის უბნის ე.წ. მეტრომშენის კორპუსებიდან სოციალურად დაუცველებს ასახლებენ

ლოტკინზე, ზღვის უბნის ე.წ. მეტრომშენის კორპუსებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს ასახლებენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ერთ–ერთმა სოციალურად დაუცველმა  თამარ ცუცქირიძემ განუცხადა, მათ საცხოვრებელ კორპუსებთან პატრულის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ბრძანების საფუძველზე ასახლებენ.

„გვეუბნებიან, რომ მინისტრის ბრძანებით გვასახლებენ, თუმცა, ამის დამადასტურებელ დოკუმენტს არ გვაჩვენებენ“, – აღნიშნა თამარ ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. მეტრომშენის კორპუსიდან, დაახლოებით 1 თვის წინ რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახი გამოსახლეს. კორპუსებიდან იმ პირებს ასახლებენ, ვისაც საცხოვრებელი ბინები დაკანონებული არ აქვთ.

შეგახსენებთ, ზღვის უბანში ე.წ. მეტრომშენის კორპუსებში სოციალურად დაუცველი ოჯახები 2006 წლიდან ცხოვრობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics