18:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 13:08:56, 985 ნახვა

რეგიონი
მევენახეებს კადასტრის ამონაწერის ასაღებად რამდენიმე დღე რჩებათ

„ქინძმარაულის", „ახაშენის", „ყვარლის" და „მუკუზნის" მიკროზონების მევენახეებმა კადასტრის ამონაწერი 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა აიღონ. მიმდინარე წლის რთველის დროს, ყურძნის ჩაბარება აღნიშნული მიკროზონებიდან მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება.

კადასტრის ამონაწერის მისაღებად, მევენახემ უნდა მიმართოს შესაბამის წარმომადგენლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში ყვარელსა და გურჯაანში, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების ადგილობრივ საკრებულოებს: ველისციხე, კალაური, ვაჩნაძიანი, ჩუმლაყი, ვაზისუბანი, ახაშენი, მუკუზანი და შაშიანი. ამასთან ერთად, შექმნილია კადასტრის მობილური ჯგუფი, რომელიც გადაადგილდება ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლებში.

აღნიშნული მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა განსაზღვრულია: 1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონა. 10 ტონზე მეტი რაოდენობის ჩასაბარებელი ყურძენი, შეფასდება როგორც ჯიშური ღვინის მასალა.

საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხისა და კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას.  

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics