18:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-23 12:57:16, 1163 ნახვა

რეგიონი
ENPARD 3-ის წარმომადგენლები შუახევში ამაგის წევრებს შეხვდნენ

მუნიციპალიტეტში არსებული ამაგების  სამომავლო ხედვებისა   და მათი ქმედუნარიანობის გაცნობის მიზნით,  „სოფლის განვითარების გაძლიერება საქართველოში“,  ,, ENPARD 3“-ის  წარმომადგენლები ამაგის წევრებს შეხვდენენ.

შეხვედრაზე საუბარი ძირითადად სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო პერსპექტიულ  საკითხებს შეეხეებოდა. მოისმინეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და  ამაგის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

,,ENPARD 3“-ის  წარმომადგენლები მუნიციპალიტეტში დასმულ საკითხებს უახლოეს მომავალში ხელმძღვანელებთან ერთად განიხილავენ.

 განხილვის შემდეგ გადაწყდება არის თუ არა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები ,,ENPARD 3“- ის სამომავლო პროგრამებთან თანხვედრაში.

ამაგებსა და ,,ENPARD 3“ - ის   წარმომადგენლებთან შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუახევის ოფისში გაიმართა.  შეხვედრას მერიის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics