|
2019-08-12 14:41:15, 861 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ სამსახურის უფროსებთან და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. თათბირს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ. თათბირის ძირითად თემას მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკითხები წარმოადგენდა.
ყურადღება გამახვილდა 2019 წლის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმდინარეობის მონიტორინგის, მშენებლობის ტემპის დაჩქარებისა და ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე. აღინიშნა, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს მუნიციპალიტეტის სოფლების, დასახლებული უბნების, გზებისა და გზისპირა ზოლების იერ-სახის მოწესრიგებას, უსახური ობიექტების აღებას, გარემო პირობებთან მორგებული განაშენიანების უზრუნველყოფის საკითხებს. შეხვედრაზე ისაუბრეს შშმ პირთა დღის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე. როგორც შუახევის მერმა განაცხადა აუცილებელია დასაქმებული პერსონალისთვის შესაბამისი სწავლების კურსის გავლა.
(NS)
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)