|
2015-07-05 14:40:25, 556 ნახვა
საზოგადოება
საკრებულომ სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი 46 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა
46 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, - დღეს თბილისის საკრებულოს წევრებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესს მხარი ერთხმად დაუჭირეს. საკითხი საკრებულოს სხდომაზე თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მეთოდოლოგიით მოხდება, ქონების საბაზრო ღირებულებას სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სტიქიამდე არსებული ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით დაადგენს, ხოლო თავად განსახლების ზონას სპეციალურად შექმნილი უწყებათაშორისი კომისია განსაზღვრავს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. წესის მიხედვით, დაზარალებულები ორ კატეგორიად დაიყო. პირველ კატეგორიაში შედიან ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო მეორე კატეგორიაში - ოჯახები, რომელთა სახლების აღდგენაც შესაძლებელია. ვიცე-მერის განცხადებით, წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს და დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ზარალის ანაზღაურება. პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის. ამ წესით სარგებლობის შემთხევაში, დადგენილია შემდეგი კრიტერიუმები: ერთი და ორწევრიანი ოჯახისთვის გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური თანხა, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისთვის - 65 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა, ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისთვის - 90 კვ.მ. ფართის ადეკვატური თანხა, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისთვის - 110 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა. მოგვიანებით, ოჯახის განსახლების ზონაში მოხვედრის შემდგომ, მოხდება მისი უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა და უკვე გაცემული დახმარების სხვაობის შევსება. ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყვნებლივ გამოისყიდის. დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ისაუბრა დაზარალებული ოჯახებისთვის საოჯახო პაკეტის შესაძენად გამოყოფილ დახმარებაზეც. დამტკიცებული წესის თანახმად, 1 და 2-წევრიანი ოჯახი - 8 000 ლარს, 3 და 4-წევრიანი ოჯახი - 8 700 ლარს, 5 და 6-წევრიანი ოჯახი - 9 400, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახი - 10 500 ლარს მიიღებს. ვიცე-მერმა, ასევე, განმარტა, რომ სტიქიის დროს დაზარალებული ის ოჯახები, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ ქონება, დახმარებას გარკვეული პრიორიტეტების მიხედვით მიიღებენ. პირველ ეტაპზე დახმარება გადაეცემა: დაზარალებულ ოჯახს, რომლის არცერთ წევრს არ გააჩნია საცხოვრებლად უსაფრთხო სხვა უძრავი ქონება; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ დაზარალებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა; მრავალშვილიან დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის სამი და მეტი შვილი ჰყავთ; დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრიც არის ორსული ან მეძუძური დედა; დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი; დაზარალებულ ოჯახს, რომლის ერთ-ერთი წევრი არის ომის ვეტერანი. საკრებულოს სხდომა, რომელსაც, ასევე, ესწრებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და დაზარალებული რაიონების გამგებლები, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დიმიტრი ქუმსიშვილმა საკრებულოს წევრების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა, რის შემდეგაც 13 ივნისს სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი 46 ხმით არც ერთის წინააღმდეგ ერთხმად მიიღეს. აღსანიშნავია, რომ სტიქიით დაზარალებულთათვის თანხების გაცემის პროცესი შესაძლოა, ხვალიდანვე დაიწყოს, თუ შეთანხმდებიან, რომელი პირობით სურს დაზარალებულს ანაზღაურების მიღება.
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)