|
2015-07-04 13:29:07, 726 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადურმა ლევილში ქართველთა მამული მოინახულა
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ლევილში ქართველთა სასაფლაო და მამული მოინახულა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ხადურმა ყვავილებით შეამკო საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრების -კონსტანტინე კანდელაკისა და გიორგი ჟურულის საფლავები. ლევილში ფინანსთა მინისტრი, მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, ასევე საქართველოს დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი შეხვდნენ ნოე ჟორდანიას შვილს, ასოციაცია „ქართული კერა"-ს თავმჯდომარეს, ნათელა ჟორდანიას და ნოე ჟორდანიას შვილიშვილს, ქრისტინე ფაღავა-ბულეზის. ნათელა ჟორდანიამ ფინანსთა მინისტრს ქართველთა მამულისა და სასაფლაოების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ჟორდანიამ აღნიშნა, მისთვის ლევილი საქართველოა საფრანგეთში. „ჩემთვის ლევილი საქართველოა საფრანგეთში. სწორედ ამ კედლებში ინახება საქართველოს ისტორია. რაც შეეხება მის მომავალს, მინდა ეს ადგილი შენარჩუნდეს როგორც ხიდი აწმყოსა და იმ წარსულს შორის, რომელსაც ეფუძნება დღევანდელი დამოუკიდებელი საქართველო. გვინდა მომავალი თაობებისთვის მუდამ ცოცხლობდეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მოგონებები. საქართველოში დღეს სულ უფრო ხშირად საუბრობენ ევროპასთან ინტეგრაციაზე და ვფიქრობ, სწორედ ეს ადგილია საუკეთესო შესაძლებლობა საქართველოსა და ევროპის დაახლოებისათვის", - აღნიშნა ნათელა ჟორდანიამ. ამასთან, ნოდარ ხადურის განცხადებით, ლევილის ქართველთა მამულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. „ლევილი არის ადგილი, სადაც ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეები თითოეულ დღეს ფიქრობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობაზე და დღეს ჩვენი ვალია, არ დავივიწყოთ ამ ადამიანების ღვაწლი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა მათი ფიქრები ევროპულ საქართველოზე რეალიზებული იყოს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)