17:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 18:54:48, 1748 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე: ხაზგასმით გამოვხატავ ჩვენს უპირობო მხარდაჭერას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ

"ხაზგასმით გამოვხატავ ჩვენს უპირობო მხარდაჭერას შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა იმ სამართალდამცავის მიმართ, რომელმაც ქვეყანას დიდი საფრთხე აარიდა!" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მთავრობის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საპოლიციო ოპერაცია, რომელიც იყო ჩატარებული, არის ლეგიტიმური და ემსახურებოდა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნებას. ასევე, მისი თქმით,  ზუსტად ამ ხელისუფლების პირობებში მოხდება იმ ცალკეული შემთხვევების (როცა საქმე ეხება სავარაუდო ძალის გადამეტებას) გამოძიება და სამართლებრივი შეფასება.

"არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენ დავუშვებთ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ დესტრუქციული ძალების მოქმედება, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ჯგუფების მოქმედება, რომელიც ნებისმიერ ფასად მზად არის ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში, ყოველ ჯერზე იქნება აღკვეთილი!"- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის სხდომაზე თბილისში განვითარებული მოვლენები ქრონოლოგიურად  შეაფასა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics