|
2019-06-27 18:08:33, 7876 ნახვა
სამხედრო
იზორია: ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის უპრეცენდენტო დინამიკაა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვიზიტად ბრიუსელში იმყოფება, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის უპრეცენდენტო დინამიკაა. „მარტო წელს, შეიძლება ითქვას, რომ არასდროს ყოფილა ასეთი ინტენსიური ნატო-ს მხრიდან მაღალი სტრატეგიული დონის ვიზიტები საქართველოში, როგორიც გვქონდა; იქნება ეს ნატოს გენერალური მდივნის, სამხედრო კომიტეტის თუ უკვე ოქტომბერში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, რომელიც არის მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ როგორ უჭერს მხარს ნატო საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ პარტნიორს, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, როგორ უჭერს მხარს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და როგორ აღიარებს საქართველოს, როგორც წარმატებულ მოდელს სხვა ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის. ეს არის, ასევე მკაფიო დემონსტრირება იმ მთავარი პრინციპისა, რასაც მეტი ნატო ჰქვია საქართველოში და ჩვენ ჩვენის მხრივ ვიღებთ, რა თქმა უნდა, უფრო მეტ პასუხისმგებლობას, რათა საქართველო უფრო მეტად იყოს ნატოში წარმოდგენილი და უფრო მეტად იყოს ნატოს სტანდარტებთან თავსებადი. ყველა ეს როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე პრაქტიკულ დონეზე ჩვენი აქტიურობა ემსახურება, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით ისე, რა თქმა უნდა, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, იმ მთავარი სტრატეგიული ამოცანის მიღწევისთვის, რასაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება და მისი სრულფასოვანი წევრობა ჰქვია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
(NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)