|
2015-07-03 10:57:33, 636 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები ახალგაზრდულ კვირეულში ჩაერთვნენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ჯონი კვინიკაძე და „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ნინო ვადაჭკორია “CYNC კვირეულს“ დაესწრნენ. „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ მიმდინარე კვირეულის ფარგლებში 13-14 წლის ასაკის მოზარდები სხვადასხვა სახის გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობენ. აქტივობებში თანატოლებთან ერთად დანაშაულის პრევენციის ცენტრის 20 ბენეფიციარიც მონაწილეობს. კვირეულის მიზანია აქტიური მოქალაქეობისა და არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია. „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ ნინო ვადაჭკორიამ სტუმარს კვირეულის პროგრამა და მიზნები გააცნო, ახალგაზრდებს წარმატება უსურვა. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ კვირეულის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრა. კვირეულის აქტივობები ეძღვნება ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, სოციალური/პიროვნული უნარები, ბავშვის უფლებები, მოხალისეობა, ეკოლოგია, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)