|
2015-07-02 14:18:27, 1049 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი გახსნა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოცაილური დაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი სამედიცინო კვალიფიკაციის ამაღლების მსურველებს უკვე დღეიდან მიიღებს. ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო ცენტრის შექმნის მიზანი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და მათ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვაა. ამჟამად სიმულაციური სწავლებები ცენტრის მომავალ ტრენერებს უტარდებათ. სასწავლო ცენტრში, ყველა ძირითადი სპეციალიზაციის ექიმისა და ექთნის გადამზადებაა შესაძლებელი. ცენტრი განკუთვნილია როგორც სიმულაციური ისე თეორიული სწავლებისთვის. შენობაში სასტუმროს ტიპის ოთახებიც არის მოწყობილი, რომლითაც რეგიონებიდან ჩამოსული სამედიცინო პერსონალი ისარგებლებს. „ეროვნული სასწავლო ცენტრის შენობა წინა ხელისფლების დროს აშენდა, თუმცა უხარისხოდ ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების გამო, სარემონტო გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარება აუცილებელი გახდა. შენობას ტექნოლოგიური ბზარი ჰქონდა, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. შენობის გარე ფასადზე შეიცვალა მოსაპირკეთებელი ფილები, ხელახლა გადაიხურა სახურავი და ტერასები, ახლიდან მოეწყო ჰიდროიზოლაციაც. ამჟამად ცენტრის შენობა თანამედრიოვე სტანდარტების მიხედვით არის მოწყობილი. სასწავლო ბაზა მაღალტექნოლოგიური სიმულატორებითა და მულაჟებით არის აღიჭურვილი“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)