|
2015-07-01 17:29:30, 616 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოში, პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიმართულებით საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება
1 დან 3 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიმართულებით საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება. შეხვედრას ესტონელი ექსპერტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში ურმას კუკი (Urmas Kukk) გაუძღვება. კონსულტრაციებისთვის ის ძირითადი საკითხები შეირჩა, რომლებიც, როგორც საქართველოსთვის, ისე სხვა ქავეყნებისთვისაც მნიშვნელოვან და ქტუალურ საკითხს წარმოადგენს. „კონსულტაციების მიზანის პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა და გაზიარება წარმოადგენს. შეხვედრისთვის შერჩეულია ყველა ის აქტუალური საკიხი, რომელთ ცოდნა ჩვენი მუშაობისთვის მნივნელოვანი და აქტუალურია. სერვისების განვითრების სააგენტო მუდმივად ორიენტირებულია, რომ შესაბამიობაში იყოს როგორც კანონმდებლობასთან, ისე საერთოშორისო სტანდარტებთან, ამდენად ეს საკონსულტაციო შეხვედრა ჩვენთვის მაღალი მნიშვნელობისაა“, - განაცხადა სერვისების განვთარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა. საკონსულტაციო შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორისაა ისეთი საკითხები რგორებიცაა: პირადი ცხოვრების ფილოსოფია, პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ისტორია, ინდივიდთა უფლებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპები, მიუკერძოებელი და კანონისმიერი მონაცემთა დამუშავება,პერსონალურ მონაცემთა დამუშავება, მონაცემთა ავტომატური დამუშავება, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, პერსონალურ მონაცემთა მიმოცვლა და ადამიანის უფლებების ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი მონაცემთა დაცვის მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)