|
2015-07-01 14:20:53, 540 ნახვა
საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - გამოკითხულთა 49% ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას მოუმზადებელი შეხვდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევების თანხმად, გამოკითხული მოსახლეობის 90% ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა, მათი 49% ამ ცვლილებას მოუმზადებელი ხვდება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, სატელევიზიო სიგნალის მისაღებად, გამოკითხული მოსახლეობის 38%–ს აქვს სატელიტური თეფში, 25% კი, საკაბელო მაუწყებლობით სარგებლობდა. 32% სატელევიზიო სიგნალს ანტენით იღებდა, 4% კი, ინტერნეტის საშუალებით იღებს. „სარგებლობს. როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევები აჩვენებს, ტელევიზია დღემდე რჩება ინფორმაციის მთავარ წყაროდ მოსახლეობის უმრავლესობისთვის (87%)“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში. ამასთან, მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის მონაცემებთან შედარებით 4%-ით გაიზარდა ინტერნეტის ყოველდღიურ მომხმარებელთა რიცხვი, დღემდე მოსახლეობის 46% ინტერნეტს არასდროს იყენებს. საქართველოში ინტერნეტი მის მომხმარებლებს ყველაზე ხშირად სოციალური ქსელებისთვის (75%) და ინფორმაციის მოძიებისთვის (41%) სჭირდებათ. ცნობისთვის, დღეს, 10:00 საათზე ანალოგური მაუწყებლობა დედაქალაქის სამაუწყებლო ზონაში გაითიშა. საქართველო დღეიდან ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)