|
2015-07-01 13:47:53, 501 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე ტრენინგი ჩატარდა
შსს-ს აკადემიაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე ტრენინგი ჩაატარა. შსს-ს ინფორმაციით, ტრენინგზე განიხილეს მონაცემთა დამუშავების და სამართლებრივი საფუძვლების, მონაცემთა სუბიექტის უფლებების, მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის, საჯარო ინფორმაციის გაცემისას პერსონალური მონაცემების დაცვის, ფაილური სისტემების, მონაცემთა შენახვის ვადების და სხვა საკითხები. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები დაესწრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტრენინგების ციკლს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ახორციელებს. სწავლებები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება და გადამზადდება შსს-ს ყველა დანაყოფის შესაბამისი თანამშრომელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)