|
2015-06-30 17:49:27, 587 ნახვა
საზოგადოება
სევდია უგრეხელიძე: შოთა რუსთაველის სახელის დახურდავება საჭირო არაა
"შოთა რუსთაველი ასეთ დახმარებასა და წახალისებას არ საჭიროებს, იმდენად მსოფლიო მნიშვნელობის არის რომ მისი სახელის დახურდავება საჭირო არაა",-ასე შეაფასა საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა სევდია უგრეხელიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპირტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების გადაწყვეტილება. უგრეხელიძე ითხოვდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი დარქმეოდა, ვინაიდან უგრეხელიძის შეფასებით, იგი საქართველოს უახლეს სახელმწიფოებრივ წინსვლასთან ასოცირდება. ამასთან, უგრეხელიძის განცხადებით, თუკი წინააღმდეგები იქნებოდნენ ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების, შეეძლოთ, ნოე ჟორდანიას სახელი დაერქმიათ, ვინაიდან, მისი თქმით, ტურისტს, რომელიც საქართველოში შემოვა, აეროპორტის სახელი საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შესახებ რამეს უნდა ეუბნებოდეს. „ინიციატივა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ ჯერ კიდევ შარშან ძველ საკრებულოში იყო დაყენებული, მაგრამ იგი დაიბლოკა მაშინდელი უმრავლესობის მიერ, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამმა იმოქმედა. საქართველოს სამი პრეზიდენტი ჰყავდა და სამივემ მხოლოდ დაუშავა და სამივე ცუდი პრეზიდენტი იყო. აქედან გამომდინარე ეროვნული ხელისუფლების მიმართ და ზვიად გამსახურდიას მიმართ ამ ხელისუფლების დამოკიდებულება გასაგებია. რაც შეეხება ჩემს მოტივაციას, ის ემყარება იმას, რომ აეროპორტი არის ადგილი, სადაც პირველად დადგამს ფეხს ყოველი ჩამოსული ადამიანი და აუცილებელია, რომ მისი სახელი ეუბნებოდეს რამეს საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შესახებ. პრეზიდენტ გამსახურდიას სახელი შესაფერისი იქნებოდა, თუმცა შეიძლებოდა ყოფილიყო ჟორდანიას სახელიც. ყველა ეს სახელწოდება აჯობებდა წარსულში ყურებას, ვინაიდან, ჩემი ღრმა რწმენით, შოთა რუსთაველი არ საჭიროებს ასეთ წახალისებასა და დახმარებას, იმდენად დიდია და იმდენად მსოფლიო მნიშვნელობის არის, რომ მისი სახელის დახურდავება არაა საჭირო. საქართველოს სჭირდება, მსოფლიომ ნახოს, რომ მას თანამედროვე ეპოქაში, გასულ საუკუნეში გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები ჰყავდა“, - განაცხადა უგრეხელიძემ.
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)