|
2015-06-30 11:27:25, 537 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მინი-ფეხბურთის შიდა ტურნირის ფინალისტი გამოვლინდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგაზაფხულო ტურნირის ჩემპიონი მინი-ფეხბურთში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გუნდი გახდა. შსს-ს ინფორმაციით, გუნდმა გამარჯვება 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილი მაშველის, ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას მიუძღვნა. ტურნირის ფინალში ერთმანეთს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გუნდები შეხვდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო გუნდებმა ფრედ 1:1 დაასრულეს, ხოლო დამატებითი ტაიმების დროს ორივე გუნდმა ანგარიშის გაზრდა შეძლო და დამატებითი დროის ამოწურვის შემდეგ ანგარიში კვლავ ფრედ, 2:2 დასრულდა. წესების შესაბამისად დაინიშნა პენალტების სერია, სადაც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გამარჯვების მოპოვება შეძლო და შეხვედრაც ანგარიშით 4:3 დასრულდა. ტურნირის მეორე ადგილზე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გუნდი, ხოლო მესამე ადგილზე შსს-ს დაცვის პოლიციის გუნდი გავიდა. გამარჯვებულ გუნდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თასი, მედლები და სიგელები გადაეცათ. ასევე გამოვლინდა ტურნირის ბომბარდირი - გიორგი ბუხრაშვილი (კონტრდაზვერვის დეპარტამენტი) და საუკეთესო მეკარე - გოჩა დათიაშვილი (სასაზღვრო პოლიცია). მატჩს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი ესწრებოდნენ. ფეხბურთელებს შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის და დანაყოფების თანამშრომლები გულშემატკივრობდნენ. ტურნირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ინიაციატივით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფოს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გუნდებს შორის 2015 წლის 20 მაისიდან მიმდინარეობდა. ჩემპიონატი წრიული სისტემით ჩატარდა და მასში შინაგან საქმეთა სამინისტროს 27 ქვედანაყოფმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირს მსაჯობდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაქვემდებარებაში მყოფი, ფიფა-ს ფუტზალის არბიტრები.
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)