|
2019-05-18 14:57:01, 815 ნახვა
რეგიონი
თაგო-სხალთის ახალ მარშრუტზე ტურისტებს საინტერესო მოგზაურობა ელით
მთიან აჭარას ახალი თაგო-სხალთის საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი შეემატა. ხულოს ახალი ტურისტული მიმართულება პირველებმა რეგიონში მოქმედმა გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა გაიცნეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ინფოტურის მონაწილეებმა ულამაზეს ხეობაში მოგზაურობა თაგოს ცნობილი საბაგიროდან დაიწყეს, რომელიც ხულოს ცენტრსა და ტრადიციულ აჭარულ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს. მარშრუტზე მოგზაურობისას მათ საოჯახო-სასტუმრო სახლები მოინახულეს, იქ არსებულ ტურისტულ სერვისებს გაეცნენ და დალაშქრეს ულამაზესი ტყე, რომელიც სოფელ თაგოს სხლათის ხეობასთან აკავშირებს. ინფოტური გიდებმა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა შერიფ ხიმშვიაშვილის სახელობის მუზეუმისა და სხალთის მონასტრის მონახულებით დაასრულეს. „თაგო-სხალთის ტურისტული მარშრუტი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც ულამაზეს აჭარულ სოფლებში მოგზაურობა, ადგილობრივი ტრადიციებისა და კულტურის გაცნობა ხიბლავთ. აქ მოსულ ტურისტს შესაძლებლობა ექნება ულამაზეს ხეობას თაგოს საბაგიროდან გადმოხედოს. 1719 მეტრის სიგრძისა და 280 მეტრი სიმაღლის საბაგიროთი გასეირნება თავადაც საინტერესო აქტივობაა ტურისტებისთვის. ხოლო ტყის მასივი, რომელსაც ბილიკი გაივლის გამოირჩევა მცენარეულობის მრავალფეროვნებით. ბილიკზე უხვადაა ხილის ხეები, ყვავილები, რომელიც ყველა სეზონზე განსხვავებულ ხედებს ქმნის. გარდა თაგო-სხალთის ტურისტული მარშრუტისა ხულოში ასევე, მარკირებულია ხულო-სხალთა-ხიხანის სათავგადასავლო და გოდერძი-მწვანე ტბა-ბეშუმის მარშრუტები. მიმდინარე წელს ხულოს კიდევ ერთი ახალი ტურისტული მიმართულება - ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ალპური წრიული მარშრუტი შეემატება, რომელზეც მანიშნებლებისა და საინფორმაციო დაფების დამონტაჟება და მარშრუტის რუკების შექმნა ახლა მიმდინარეობს. გოდერძი-ხიხანი-ჩირუხის ალპური მარშრუტი შექმნის მთიან აჭარაში ხანგრძლივი მოგზაურობის ( 2-5 დღე) საინტერესო მიმართულებას“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ. მთიან აჭარაში ტურისტული მარშრუტები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ განახორციელა. სააგენტო წელს ასევე, მოახდენს ხულოს ცენტრთან ახლოსმდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევას, ჩანჩქერების, ტბების, საპიკნიკე-საკარვე ადგილებისა და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების მონიშვნასა და ხულოს მუნიციპალიტეტის მოკლე მარშრუტების მარკირების პროექტების მომზადებას.
(NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)