17:57 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-28 11:05:55, 651 ნახვა

საზოგადოება
მეტროპოლიტენში შეფერხება დაბალმა ძაბვამ გამოიწვია

თბილისის მეტროპოლიტენში დილიდან შეფერხება იყო, რომელიც  დაახლოებით, 2 საათს გაგრძელდა. მიზეზი წინასწარი ინფორმაციით, მაღალი ძაბვის სახაზო გამთიშველის მწყობრიდან გამოყვანა გახდა.  ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი არ იყო, თუმცა, ძაბვა ვაგონების გადაადგილებას ვერ უზრუნველყოფდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" "თბილისის სატრანსოპორტო კომპანიაში" განუცხადეს, უახლოეს საათებში კომპანია  მეტროპოლიტენის მოძრაობის შეფერხებასთან დაკავშირებით, განცხადებას გაავრცელებს.
ამ დროისთვის, თბილისის მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics