15:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-07 10:45:03, 1200 ნახვა

რეგიონი
შუახევში სახალხო დღესასწაული „მარეთობა“ გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მოსახლეობას ოლადაურის, გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან მიულოცა და სახალხო დღესასწაულ ,,მარეთობა“-ს დაესწრო.

ღონისძიება საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად  მემორიალის გახსნით დაიწყო. გმირთა უკვდავსაყოფად მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს მთავრობის წევრებმა.

სახალხო დღესასწაული ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა მერაბ კარანაძემ,  საქართველოს პარლამენტისა და აჭარის  უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ანზორ ბოლქვაძემ და ხვიჩა შარაშიძემ, საზოგადოება მარეთის თავმჯდომარე აკაკი მახარაძემ მიულოცეს.

სახალხო ზეიმზე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებთან  ერთად, გაიმართა ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, მოეწყო  მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშების, ტრადიციული კერძების გამოფენა, წარმოდგენილი იყო ფოლკლორი.

სახალხო ზეიმის განუყრელი ნაწილია ,, საპატიო მარეთელი“-ს დაჯილდოება. წელს ,, საპატიო მარეთელი“-ს წოდება 4 მოქალაქეს მიენიჭა. დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი, წარმატებული პედაგოგები და წარჩინებული მოსწავლეებიც. ,,ერის ზვარაკი“ წოდება მიენიჭა შინდისის გმირს, კაპრალს, ვახტანგ გორგასლის  III ხარისხის ორდენოსანს რომან ზოიძეს.

სახალხო დღსასწაული ,, მარეთობა“ მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საზოგადოება ,,მარეთი“-ს ინიციატივით  გაიმართა და მიზნად ისახავდა, მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ტრადიციების შენარჩუნებას.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics