|
2015-06-26 18:03:22, 1522 ნახვა
საზოგადოება
თანამედროვე ონკოლოგიის მიღწევა – „ავერსმა“ ახალი პრეპარატი შემოიტანა
საქართველოში კიბოს სამკურნალო წამალი - რიგვირი (Rigvir) დარეგისტრირდა. როგორც „ავერსში“ აცხადებენ, ეს არის მსოფლიოში პირველი წამალი, რომელიც წარმოადგენს ონკოლოგიის სრულიად ახალ მიმართულებას - ვიროთერაპიას. პრეპარატი რიგვირი ფარმაცევტული კომპანია ავერსის სააფთიაქო ქსელში, კონკრეტულად კი დავით აღმაშნებლის #148–ში მდებარე აფთიაქში გაიყიდება. რაც შეეხება ვიროთერაპიას, ის უკვე მყარად დამკვიდრდა ლატვიაში, სადაც რიგვირი მიჩნეულია მკურნალობის ერთ–ერთ ეფექტურ საშუალებად. ვიროთერაპია - ეს არის კიბოს მკურნალობის მეთოდი, სადაც გამოიყენება ვირუსები, რომლებსაც შეუძლიათ მიაგნონ კიბოს უჯრედებს, შეაღწიონ მათში და გაანადგურონ ისინი. კიბოს მკურნალობის აღიარებულ სხვა მეთოდებთან შედარებით ვიროთერაპია წარმოადგენს პაციენტისთვის გაცილებით უსაფრთხო თერაპიას. რიგვირი გამოიყენება კიბოს შემდეგი სახეობების სამკურნალოდ: მელანომა, კუჭ-ნაწლავის კიბო, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, თირკმლის კიბო, საშვილოსნოს კიბო, შარდის ბუშტის კიბო, ფილტვის კიბო, პროსტატის კიბო, სარკომის რამდენიმე სახეობა ( ლიმფოსარკომა, ანგიოსარკომა, რეტიკულოსარკომა, რაბდომიოსარკომა). რიგვირის გამოყენება შესაძლებელია ამბულატორიულ პირობებში. მხოლოდ, ონკოლოგების და იმუნოლოგების მკაცრი კონტროლის ქვეშ. რიგვირის კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოობა დადასტურდა რამდენიმე ათასი პაციენტის მკურნალობისას. პირველი კვლევები ვიროთერაპიაში დაიწყო ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, როდესაც ლატვიელი მეცნიერები იკვლევდნენ ვირუსების მიერ კიბოს უჯრედების განადგურების შესაძლებლობებს. 2004 წელს შეგროვდა საჭირო მტკიცებულებები, რის შედეგადაც წამალი რიგვირი დარეგისტრირებული იქნა ლატვიაში და 2008 წლიდან იგი მთლიანად ხელმისაწვდომი გახდა ლატვიელი პაციენტებისთვის.
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)