|
2015-06-25 09:26:14, 422 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩევლად მაიკლ ობოილი დაინიშნა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წარდგინებით, საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩევლად ადამიანის უფლებებში და კანონის უზენაესობის საკითხებში მაიკლ ო'ბოილი დაინიშნა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. უწყების ცნობით, მაიკლ ო'ბოილს აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება (1990-2015). იგი ამ დრომდე იკავებდა სასამართლოს რეგისტრატორის პირველი მოადგილის თანამდებობას. 1973-77 წლებში ასწავლიდა საჯარო სამართალს ქუინსის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. იგი არის არაერთი სტატიის ავტორი და მრავალი გამოცემის თანაავტორი. 2015 წლის ივლისში ქუინსის უნივერსიტეტი აპირებს მაიკლ ო'ბოილს მიანიჭოს საპატიო დოქტორის (LLD) წოდება საჯარო სამსახურში შეტანილი წვლილისთვის. მიმდინარე კვირის განმავლობაში მაიკლ ო'ბოილი შეხვედრებს მართავს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, იუსტიციის მინისტრთან, მთავარ პროკურორთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრის თანაშემწესთან ადამიანის უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში, საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან საქართველოში, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანია საქართველოში მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმების შესახებ (პროკურატურის რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა) მეტი ინფორმაციის მიღება. ეს მაიკლ ო'ბოილისთვის საქართველოს მთავრობის სპეციალური მრჩევლის რანგში პირველი ვიზიტია.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)