|
2015-06-23 20:18:18, 732 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის კორექტირების მიზეზებს კიდევ ერთხელ განმარტავს
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების მიზეზებს კიდევ ერთხელ განმარტავს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბიუჯეტის კორექტირება 2 ძირითადი მიზეზის გამო მოხდა: რეგიონში და ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე, შეიცვალა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ნაცვლად 5%-ისა განისაზღვრა 2%-ის ოდენობით. 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ აუცილებელია დამატებითი თანხების მოძიება; „ზემოაღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით,ბიუჯეტში დაგეგმილია შემდეგი სახის ცვლილებები: ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბიუჯეტის შემოსულობები, არსებულ გეგმასთან შედარებით გაიზრდება დაახლოებით 27,0 მლნ ლარით. რაც შეეხება გადასახდელების ნაწილს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვილებები გულისხმობს მხარჯავი დაწესებულების ასიგნებების შემცირებას 140 მლნ ლარამდე, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში სამინისტროების ასიგნებები მცირდება დაახლოებით 70 მლნ ლარით, ხოლო დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში ასევე 70 მლნ ლარამდე. საბიუჯეტო სახსრების ნაწილში მცირდება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები - 10,0 მლნ ლარი; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - 5,0მლნ ლარი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს ასიგნებები - 12,0 მლნ ლარით(ეს არის მათი ბიუჯეტის მხოლოდ 1.5%, განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი არცერთი პროექტი არ შეჩერდება, შემცირება ხდება მხოლოდ მოსალოდნელი ეკონომიების ხარჯზე); საქართველოს პარლამენტი - 6,0 მლნ ლარით; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - 7,0 მლნ ლარით; სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 8,0 მლნ ლარით; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - 3.5 მლნ ლარით; გარემოს დაცვის სამინისტრო - 2,0 მლნ ლარით; სხვა დანარჩენი მხარჯავი დაწესებულებები ჯამში დაახლოებით 17,0 მლნ ლარით; დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში მცირდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინსიტროს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებები. მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში გამოთავისუფლებული რესურსი მიიმართება ბიუჯეტით გათვალისწინებულ ფონდებში (85,0 მლნ ლარი), რათა მოხდეს გამოთავისუფლებული რესურსით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ასევე იზრდება საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებები (53,0 მლნ ლარი). ზემოაღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამში დარჩება უცვლელი.
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)