|
2019-04-04 19:21:09, 2935 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებაზე ისაუბრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ლოჯისტიკის მიმართულებით და თავდაცვის უწყებაში წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ საჯარო მოხელეთა რაოდენობა შევზღუდეთ, რომელიც ისარგებლებდა სამსახურეობრივი ავტომანქანებით და ამით წლის განმავლობაში 222 ათასი ლარი, ასევე საწვავის ხარჯები დავზოგეთ; თუ 2012 წელს საწვავის ხარჯი 35 მილიონ ლარს შეადგენდა, ახლა 12 მილიონი იხარჯება. 2011-2012 წელს საიდუმლო შესყიდვები საეჭვო გარემოებებით 46%-56%-ი ხორცილედებოდა, მიმდინარე და გასულ წლებში მხოლოდ 16% გვაქვს საიდუმლო შესყიდვები. ამ სტანდარტს კიდევ უფრო დავწევთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ. მინისტრმა უწყების ხარჯები წლების მიხედვით განიხილა - „2018 წელს 850 ათასი ლარით დაიზოგა 2017 წელთან შედარებით. 2011-2012 წლებში ეს იყო 3 მილიონ 132 ათასი, 2012 წელს კი, 3 მილიონ 2 ათასი. თითქოს, ხარჯები იყო გაბერილი 2017 წელს. ეს იყო განპირობებული უპრეცედენტო დინამიკით, რომელიც 2017 წელს გვქონდა. ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციის ვიზიტი 350 ათასი ლარის მობილიზება მოხერხდა, ეს ყველაფერი ხორციელდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებისა და პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის, რათა უკეთესად წარმოჩინდეს ქვეყანა. 2017 წელს ჩატარდა ორი მნიშვნელოვანი კონფერენცია, რაც ასევე გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული. ეს ცხადყოფს, თუ როგორ ვუფრთხილდებით წარმომადგენლობით ხარჯებს“,- განაცხადა ლევან იზორიამ.
(NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)