|
2015-06-23 16:10:22, 1585 ნახვა
საზოგადოება
ახალი სოციალური პროგრამა მოხუცებისთვის - შინმოვლა საქართველოში
საქართველოში მოვლის საჭიროების მქონე 80 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს - მოსახლეობის 2.2% ხანრძლივ მოვლას საჭიროებს. ამ საკითხზე ჟურნალისტებისთვის სპეციალური ტრენინგი გაიმართა. გორში, მედიის წარმომადგენლებისთვის ორგანიზებული შეხვედრის მიზანი შინმოვლის სერვისის და პროგრამების შესახებ მედიის ინფორმირება იყო, რათა მათ სამომავლოდ პოტენციურ მოსარგებლეებს საჭირო ინფორმაცია მიაწოდონ. ტრენინგი კოალიცია „შინმოვლა საქართველოში“ ორგანიზებით გაიმართა. დისკუსისს განმავლობაში საუბარი შეეხო დაუძლურებული მოქალაქეების პრობლემებს, აუცილებელ გადაუდებელ საჭიროებებს და მათ ხელშემწყობ პროგრამებს. როგორც კოალიცია "შინმოვლა საქართველოშის" ხელმძღვანელი უჩა ვახანია აცხადებს, შინმოვლის სერვისის მეშვეობით მოხუცებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სამედიცინო, სოციალურ და სხვა ტიპის აუცილებელ მომსახურებებს საცხოვრებელ ადგილებზე აწვდიან. ამასთან, უჩა ვახანიას განცხადებით, ამჟამად სერვისი საქართველოს 4 ქალაქში -გორში, თბილისში, ბათუმსა და თელავში მოქმედებს. "შინმოვლა არის დასავლეთში ძალიან კარგად და ფართოდ გავრცელებული ჯანდაცვის სისტემის ნაწილი. ჩვენთან ახლა იკიდებს ფეხს. საბედნიეროდ, ქალაქ გორს ამ ეტაპზე აქვს მუნიციპალური შინმოვლის პროგრამა. ასეთი ქალაქების რაოდენობა საქართველოში ხუთზე ნაკლებია. ეს არის გარკვეულწილად სიახლე ჩვენთვის. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით, 20 წელია რაც დაიწყო პილოტური პროექტების განხორციელება და ახლა გადავდივართ იმ ეტაპზე, როდესაც მუნიციპალური და უფრო მეტიც - სახელმწიფო პროგრამა უნდა დაიწყოს. გორში მოხდა ამ თემაზე პირველი შეხვედრა ჟურნალისტებთან, რომელიც დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს სამ ქალაქში - სადაც არსებობს შინმოვლის მუნიციპალური პროგრამები, სამოქალაქო მონიტორინგის მდგრადი სისტემის ფორმირება მოხდეს. მნიშვნელოვანია საზოგადოებაში გაჩნდეს შინმოვლასთან, ხანგრძლივ მოვლასთან, დაუძლურებასთან და ხანდაზმულობასთან, ასევე მომიჯნავე თემებთან დაკავშირებით სათანადო კომპეტენცია და მოტივაცია, რათა სამომავლოდ მეტი მხარდაჭერა იყოს მუნიციპალური პროგრამების მიმართ. უნდა მოხდეს სერვისების დივერსიფიკაცია, მასშტაბების გაზრდა, ხარისხის შენარჩუნება",- განაცხადა უჩა ვახანიამ. "შინმოვლა საქართველოში" პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)