08:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 16:58:56, 427 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ. 
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი  ლევან თევზაია  ბიუჯეტით გათვალისწინებულ ცვლილებებს წარადგენს. 
ბიუჯეტი   44  მილიონ  700 ათასი ლარით იზრდება  და  ის  912 მეტი მილიონი ლარით განისაზღვრება.  
აქედან 14 მილიონი ლარი გამოიყოფა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, 13 მილიონი ლარი ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის, 18 მილიონი ლარი კი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. 
როგორც ცნობილია, საკრებულოს ოპოზიცია ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. 
საკრებულოს ოპოზიციის მთავარი შენიშნვნა მუნიციპალური  განვითარების  ფონდიდან  სესხის სახით მიღებულ 18 მიონ ლარს ეხება, რომელიც ინფრასტრუქტურული პროქტებსითვის არის განკუთვნილი. 
საკრებულოს ოპოზიციის წევრების განცხადებით, თბილისის  მერია სტიქიით მანიპულირებას  ცდილობს. 
მათი თქმით, საქმე რეალურად კორუფციას ეხება.  
როგორც კომისიის სხდომის  დაწყების წინ, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, ინფრასტრუქტურული  პროექტებისთვის გამოყოფილ 18 მილიონ ლარში  სტიქიის შედეგებისთვის სალიკვიდაციო  თანხებია გათვალისწინებული. 
„ტყულია, რომ ამ 18 მილიონ ლარში  არ არის გათვალისწინებული  ის პრობლემები,  რომელიც სტიქიის შედეგად აღდგენას საჭიროებს. მაგალითად, ვაკე-საბურთალოზე  ინფრასტრუქტურის  აღდგენის მიმართულებით. სტიქიამ ასევე  დააზარალა არამარტო ვაკე- საბურთალოს  რაიონი, არამედ მთაწმინდა- ჩუღურეთის რაიონი. შესაბამისად ეს  თანხები ამ კუთხითაც იქნება მიმართული“,-განაცხადა  ჯაბა სამუშაიმ.  
ამასთან, ლევან თევზაიამ  კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოსგან და მთავრობისგან წინასწარი თანხმობა არსებობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics