14:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-07 12:02:51, 1650 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ ექიმს, მემედ ჯინჭარაძეს 60 წლის იუბილე მიულოცა და სიგელი გადასცა

ღვაწლმოსილ ექიმს, ონკო-ქირურგს, მედიცინის დოქტორს, კლინიკა ,,მედცენტრის" ონკოქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს - მემედ ჯინჭარაძეს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა.

იუბილესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მემედ ჯინჭარაძეს სიგელი გადასცა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა კომახიძემ კი მედიცინის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობიასთვის მემედ ჯინჭარაძეს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა.

მემედ ჯინჭარაძეს პროფესიული საქმიანობის 34 წლიანი გამოცდილება აქვს, 1998 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ასევე საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის წევრი. მინიჭებული აქვს საქართველოს საუკეთესო ექიმის წოდება, დაჯილდოებულია ღირსებით ორდენით და სხვადასხვა სიგელით.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics