08:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 16:29:52, 356 ნახვა

პოლიტიკა
გრიგორი კარასინი: რუსეთი მზადაა, საქართველოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დაეხმაროს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი მზადაა, საქართველოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დაეხმაროს.

ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости-ი ავრცელებს. კარასინის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

„ამ დღეებში ვესაუბრე ზურაბ აბაშიძეს და ვთხოვე გადაეცა ქართული მხარისთვის ჩვენი მწუხარება მომხდარ სტიქიათან დაკავშირებით. ვუთხარი, რომ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო თბილისში კოლეგებთან კონტაქტზეა და ქართულ მხარეს დახმარებას სთავაზობს. არ ვიცი პრაქტიკული ფორმები ერთობლივი ქმედებებისა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მზად ვიქნებით. ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ, კარგად გვესმის ერთმანეთის, ამიტომ საგანგებო ვითარებაში ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვლადიმერ პუჩკოვმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური შეტყობინება გამოაგზავნა, სადაც თანაგრძნობა გამოხატა სტიქიის შედეგად გარდაცვლილებთან დაკავშირებით და ქართულ მხარეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარება შესთავაზა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics