|
2015-06-18 17:22:50, 530 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ალასანიაც "ნაციონალების" რიგში ჩადგა, ამის წინ მკითხეს, ბოკერიასთან ერთიანდებაო?
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა გადადგომის შემდეგ გაკეთებული განცხადებებით, რომ საქართველო ევოინტეგრაციის კურსს იცვლის, თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ის მინისტრი, რომელიც ქვეყნის დასავლური კურსის მესაჭე იყო, საჭე მიატოვა და კურსის შეცვლის თაობაზე, მთავრობის წევრების მისამართით უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთეს. "ალასანიამ ნაცვლად იმისა, რომ უმრავლესობასთან შეხვედრაზე მისულიყო, რაღაც ბრიფინგი მოიწვია და დაუპირისპირდა საკუთარ გუნდს. ეს მანიშნებელია, რომ არ სურდა პროკურატურას დახმარებოდა. გააკეთა განცხადებები, რომ სახელმწიფო ევროატლანტიკურ კურსს იცვლის, გადადგნენ მისი მეგობარი მინისტრები, ანეგდოტური სიტუაციაა სხვათაშორის.საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი,ევროინტეგრაციის მინისტრი,გადადგნენ და აცხადებენ, რომ ქვეყნა იცვლის კურსს ევროპისკენ და ევროაინტეგრაციას სცილდება. ვისაც უჭირავს საჭე, აი ანეგდოტი თუ გინდათ, ორ სიტყვიანი ანეგდოტი, შეიძლება ასეთმა პოლიტიკოსმა წარმატებას მიაღწიოს?! გადადგნენ და აცხადებენ, რომ კურსს იცვლის მთავრობა, რომლის საჭეც თვითონ უჭირავთ, მიატოვეს საჭე და გადადგნენ. არა მარტო, საჭე, პარლამენტშიც კი, ვიქტორ დოლიძე, ნატო-ს ელჩიც მაგათი გუნდის წევრი, მიატოვეს და წავიდნენ, აი ნახეთ როგორ აბსურდში წავიდნენ და გონიათ, რომ საზოგადოება ამას ჭამს, ბოდიში, ამ სიტყვისთვის. ყველა საჭეს თვითონ მართავდნენ და გადადგნენ. გავიხსენოთ კიდევ ალასანიას სიცრუე, ყოფილი თავდაცვის მინსიტრი გამოდის და აცხადებს, რომ პროკურატურამ მოიტაცა ექსპერტი, ამ საქმისა. სად არის მოტაცებული ექსპერტი?! გავიხსენოთ მაისის თვე, რომ თქვა, რომ საოცარ კონტრაქტს აწერდა ხელს და ქვეყანა გადარჩენილი იყო. ამ დროს კონტრაქტს არ აწერდა, ამ დროს იყო ურთიერთგაგების მემორანდუმის პარაფირებაზე საუბარი. ნახეთ, რამდენი ყალბი ქმედება და სიცრუე მოდის ამ კაცისგან?! ამის შემდეგომ თქვა, რომ მე თურმე მოსამართლეებს ზეწოლას ვუკეთებ იმისთვის, რომ (თანაც ვერ დაასაბუთა დღემდე), თურმე კონკურენტად ვთვლიდი მაგას და კონკურენტად როგორ ვთვლიდი, როცა წამოვედი?!პირადული კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ალასანიასთან არასოდეს არ მქონია და არც დღეს არ გამაჩნია",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე შეფასებით, ირაკლი ალასანია "ნაციონალების" რიგში ჩადგა. " ალასანიამ რამდენჯერმე თქვა, რომ ეს პატიმრები ალასანიას პირადი პატიმრები არიან, რომ შეურაცხყოფაც მაფიოზური და ა.შ. აბა ნახეთ პარალელი რა მარტივია, უგულავაც პირადი პატიმარი ივანიშვილის, მერაბიშვილიც, ამას აცხადებდნენ. ის, ვინც კანონს არღვევს და მასთან აქვს შეხება, ალასანიაც ჩადგა "ნაციონალების" რიგში, ამის წინ მკითხეს, რომ ბოკერიასთან ერთიანდებაო, მე ეგ არვიცი, მაგრამ იდეოლოგიით უკვე ერთიანია მათთან. აბოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს და თუ სააკაშვილმა წლები მოანდომა ნათელაშვილის დონეზე დასვლას, ალასანიას თვეები არ დასჭირვებია. რასაც უნდა ეს კაცი იმას ამბობს და საერთოდ არ უწევს ანგარიშს საკუთარ სიტყვებს, შეურაცხყოფას აყენებენ ამით საზოგადოებას და ამას ვერ ხვდება, გონია, რომ საზოგადოება გადაყლაპავს. გონია, რომ ეს გახდება ლიდერი, საზოგადოება ასეთ კაცს არ მიიღებს",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)