13:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-06 12:18:13, 675 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები აშენდება

მუყაოს ე.წ. ოცნების ქალაქის საკითხი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკოლოგიისა და უსაფრთხოების პრინციპების გათვალისწინებით გადაწყდა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვერ შევეგუებით მოქალაქეების ცხოვრებას სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ და დამამცირებელ პირობებში. ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ და არ ვზოგავთ ძალისხმევას. სახელმწიფო იღებს ხალხზე პასუხისმგებლობას, მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის მოცემულ რეალობას და ასობით ადამიანის ყოფას.  მუყაოს ე.წ. ოცნების ქალაქში ავაშენებთ საცხოვრებელ კორპუსებს და ოცნების ქალაქი ნამდვილად გადაიქცევა ახდენილი ოცნებების ქალაქად'', - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ

ახალი პროექტი ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ითვალისწინებს. თითოეული მოქალაქის საკითხის ინდივიდუალური შესწავლა შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ ხორციელდება. ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს და გადაწყვეტილებებს სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით მიიღებს.

პროექტის განხორციელებას სახელმწიფო დააფინანსებს.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პირობების უზრუნველსაყოფად, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით იქნა მიღებული.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics