08:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 16:47:23, 485 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშილი: ბულგარეთის პრეზიდენტის ყოფნა ახლა ჩვენს დედაქალაქში, დამაიმედებელია

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,იმ ფონზე, როდესაც დედაქალაქმა რამდენიმე დღის წინ სერიოზული კატასტროფა გადაიტანა, ბულგარეთის პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე მარგველაშვილმა აღნიშნა, ბულგარეთი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. 

„ბულგარეთის პრეზიდენტი 15 წელზე   მეტია არ ყოფილა  საქართველოში. ამიტომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო მეტ იმპულსს მისცემს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს.  მისი ყოფნა ჩვენს დედაქალაქში , მაშინ როდესაც თბილისმა რამდენიმე დღის წინ გადაიტანა სერიოზული სტიქიური კატასტროფა, განსაკუთრებით დამაიმედებელია. მინდა მადლობა გადავუხადო ბულგარეთს იმ ხანგრძლივი და სისტემატიურიდახმარებისთვის,  რასაც ბულგარეთი უწევს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ბულგარეთი მტკიცედ დგას ქართული სახლემწიფოს და ქართული ღირებულებების გაძლიერებების გვერდით“,-განაცხადა მარგველაშილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics