12:25 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 14:28:51, 413 ნახვა

საზოგადოება
გომელაურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ვეფხვის დაძინება სცადეს, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და მისი ლიკვიდაცია გახდა საჭირო

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ადასტურებს, რომ თეთრი ვეფხვი ლიკვიდირებულია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამართალდამცველებმა ვეფხვის დაძინება სცადეს, თუმცა ცხოველი აგრესიული იყო, რის გამოც მისი ლიკვიდაცია გახდა საჭირო.

„ტერიტორიას სამი ადამიანი ალაგებდა. მათგან ერთერთს ვეფხვი თავს დაესხა, ორმა კი გამოასწრო. სამართალდამცეველბმა მისი დაძინება სცადეს, თუმცა ვეფხვი აგრესიული იყო და, შესაბამისად, მისი ლიკვიდაცია გახდა საჭირო“,- აღნიშნა შს მინისტრმა.

ცნობისთვის, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ არსებულ საწყობში თეთრმა ვეფხვმა 45 წლამდე ასაკის მამაკაცი დაგლიჯა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცს ვეფხვმა დაზიანებები კისრის არეში მიაყენა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე სამართალდაცველები მუშაობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics