13:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 18:15:29, 691 ნახვა

რეგიონი
ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი ახალ წელს, ახალ სამუშაო გარემოში შეხვდება

ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი ახალ წელს ახალ სამუშაო გარემოში შეხვდება. დღეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ჩოხატაურის რაიონული ცენტრის შენობა გაიხსნა და სამსახურს მაღალი გამავლობის სპეცმანქანა გადაეცა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით არის აღჭურვილი. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. სამედიცინო სახარჯი მასალის შენახვისთვის, სპეციალური ოთახია გამოყოფილი. შენობის გარე პერიმეტრი კი, სასწრაფოს ავტოპარკის განსათავსებლად არის მოწყობილი.

ამ დრომდე, ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარება ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. დღეისთვის, ახალ შენობებში განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთის, საჩხერის, ახალციხისა და თელავის რაიონული სამსახურები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics