09:26 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 18:40:09, 389 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობის თანამშრომლებმა თბილისში სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად თანხა შეაგროვეს

დილიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ააიპ–ი ხელმძღვანელებმა, თანამშრომლებთან ერთად, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად თანხა შეაგროვეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ გამგეობიდან აცნობეს, ფულადმა შემოწირულობამ 7000 ლარს გადააჭარბა.

ამ თანხით მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაზარალებული ოჯახებისთვის პირველადი მოხმარების ყველა საჭირო ნივთი შეიძინა. მათ შორის ტელევიზორები, მაცივრები, სამზარეულოს ელექტრო მოწყობილობები, ჭურჭელი, სკამები, საბნები, ბალიშები და პლედები.

გამგეობის თანამშრომლების მიერ ასევე შეგროვდა ტანსაცმელები და ფეხსაცმელები.

საჭიროების შემთხვევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა თანამშრომელი გამოთქვამს მზადყოფნას თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად სხვა ღონისძიებებიც გაატაროს.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოხატავს სტიქიის შედეგად თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო და უთანაგრძნობს ყველა დაღუპულის ოჯახს“, - ნათქვამია ზუგდიდის გამგეობის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics