|
2015-06-14 17:20:18, 393 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ჯავახიშვილი: ისეთივე წვიმის განმეორების შემთხვევაში არ არის გამორიცხული მსგავი ინცინდენტი მოხდეს
რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი არ გამორიცხავს, რომ ისეთივე წვიმის შემთხვევაში მსგავსი ინცინდენტი კვლავ მოხდეს. როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე რთულია რამეს კონკრეტული პასუხი გაეცეს. „სამწუხაროდ რაიმე კონკრეტული პასუხს გაცემა ახლა ძალიან რთულია, მაგრამ არსებული ინფორმაციით რაც ჩვენი თვალით ვნახეთ არ ვიცით ეს მეწყრული მოვლენაა თუ პლასტების გადანაცველება. მთელი მთა არის მოხსნილი. ეს უზარმაზარი მთა წყალმა ჩამოიტანა. მიწის და მთების უზარმაზარი რაოდენობა ჩამოუტანა წყალმა ვერეში, გადაკეტა ვერე რამაც შუღამისას სერიოზული მოცულობის წყლის დაგროვება გამოიწვია. მთავრი უბედურება ტალღის დარტყმა იყო. ვერე, რომ არ გადაეკეტა ვფიქრობ ეს წყალდიდობა არ მოხდებოდა. სპეციალისტები უფრო დეტალურად შეისწავლიან. ვცდილობდით დღეს დაგვედგინა მიზეზები. ისეთივე წვიმა რომ მოვიდეს მოხდება თუ არა ანალოგიური შემთხვევა. ზემოთ მოსაწყვეტი იმხელა მასა აღარ არის, თუმცა რაღაც მასა მაინც რჩება“,-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა. ამასთან, მისივე ინფორმაციით, გეოლოგები 24 საატის განმავლობაში მუშაობენ იმისთვის, რომ საშიშროების შეთხვევაში იგივე ინცინდენტი არ განმეორდეს. მისივე ინფორმაციით, გეოლოგები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ, იმისთვის რომ სასიშროების შემთხევაში იგივე ინცინდენტი არ განმეორდეს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)