07:14 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 12:44:28, 2114 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორიამ აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდალს უმასპინძლა

ვაზიანში სამხედრო აეროდრომი აშენდება - ამ ინიციატივის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურმა გენერალმა სტივენ ლაიენსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან შეხვედრისას ისაუბრა.

ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო აეროდრომის მშენებლობა ნატო საქართველოს კომისიის ფარგლებში წარდგენილი ინიციატივის - ახალი მზადყოფნის ცენტრის შექმნას შეუწყობს ხელს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საუბრის ძირითად თემას აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ერთობლივი ამბიციური პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებაც წარმოადგენდა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაური საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს შეხვდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics