|
2015-06-12 16:27:05, 518 ნახვა
საზოგადოება
„ზედაზენმა“ დონაციის კვირეული გახსნა
მსოფლის სხვადასხვა ქვეყანაში, 14 ივნისს, სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნა დაწესებული 2003 წლიდან, რათა მადლიერება გამოხატულიყო უანგარო დონორებისადმი. სწორედ ამ პერიოდში მოსახლეობის დიდი ნაწილი იჩენს სურვილს გახდეს უანგარო დონორი. 14 ივნისს ყურადღება მახვილდება სისხლის ჩაბარების აუცილებლობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და ხშირად საბედისწეროც სისხლის კომპონენტის გადასხმა პაციენტისთვის. „ყოველწლიურად ლეიკემიის 40-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში. პატარებს მკურნალობის პროცესში დიდი რაოდენობით სისხლის კომპონენტების გადასხმა ესაჭიროებათ. მათ მშობლებს გარკვეული მიზეზების გამო უჭირთ დონორთა მოძიება, ამისათვის მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. მთავარია ყველა ადამიანმა გააანალიზოს, რომ სისხლის ჩაბარებით შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა! “ზედაზენი” უერთდება ამ კეთილშობილურ საქმეს და გვჯერა რომ ეს იქნება გადამდები. ერთად გადავარჩნოთ მომავალი“, - განაცხადა ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის" კომერციული სამსახურის უფროსმა კახა პაიჭაძემ. სისხლის ჩაბარება შეუძლია ყველა ჯანმრთელ ადამიანს 18-დან 60 წლამდე. ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით, შესაძლებელია სამი პაციენტის დახმარება. (R)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)