|
2018-10-31 17:15:33, 579 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში წითელი ჯვრის ხელმძღვანელს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელთან სევერინ შაპაზთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ICRC-ის, როგორც ნეიტრალური ორგანიზაციის როლზე საერთაშორისო თუ ეროვნული დონის პრობლემების მოგვარების პროცესებში. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა მსოფლიოს კონფლიქტურ ზონებში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით წითელი ჯვრის ჩართულობის მნიშვნელობას. მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელს აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის. აღინიშნა, რომ 2011 წლიდან ქ. ბათუმში მოქმედებს საქართველოს წითელი ჯვრის მიერ დაარსებული ბათუმის ხანდაზმულთა დღის სოციალური ცენტრი, სადაც ყველა პირობაა დაცული ხანდაზმულთა შეკრებისა და მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში ინტეგრაციისათვის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)